1 ივნისი, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, "ვისოლ ჯგუფმა" რამდენიმე ღონისძიებით ქუთაისსა და თბილისში აღნიშნა.
"ვისოლმა" საკუთარ ფიტნეს ცენტრ „ლაგუნაში" წითელი ჯვრის ორგანიზაციასთან ერთად ობოლი და მარჩენალდაკარგული 203 ბავშვისათვის ჯანსაღი ცხოვრების წამახალისებელი აქცია გამართა. იმავე დღეს კომპანიის წარმომადგენლები თბილისში მე-10 ინტეგრირებულ საჯარო სკოლას ეწვივნენ და ხელმძღვანელობას ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვების ტრანსპორტირებისათვის საწვავი გადასცეს. ამით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს განათლების მიღებისა და საზოგადოებასთან ინტეგრაციის საშუალება მიეცათ.
"ვისოლი" სატელევიზიო გადაცემა „ნანუკას შოუს" აქციასაც შეუერთდა და აგვისტოს ომის შედეგად იძულებით გადაადგილებულ ბავშვებს სურვილები შეუსრულა და ლეპტობები, ველოსიპედები და სხვა საჩუქრები გადასცა.
„იმისათვის, რომ პატარებმა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე განსაკუთრებულად აღნიშნონ, ვისოლმა თბილისსა და ქუთაისში რამდენიმე აქცია გამართა. ლაგუნა ქუთაისის" ფიტნეს ცენტრში ბავშვებს შესაძლებლობა ჰქონდათ 1 დღე ჯანსაღი ცხოვრებისთვის დაეთმოთ, ეცურავათ აუზში, ევარჯიშათ აერობიკის დარბაზში, შეჯიბრებოდნენ მხიარულ სტარტებსა და ასფალტზე ხატვაში. მხიარული კლოუნები ბავშვების მხიარულ განწყობაზე ზრუნავდნენ. აქციის ყველა მონაწილე ბავშვს წამახალისებელი საჩუქრები გადაეცათ." - აცხადებენ "ვისოლში".
მომავალ თაობაზე ზრუნვა ვისოლის სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგიის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა. კომპანია პაატა ბურჭულაძის საქველმოქმედო ფონდი „იავნანას" მხარდამჭერია დაარსების დღიდან. ამას გარდა, მომავალი თაობის ჯანსაღი ცხოვრებისათვის ვისოლი სპორტულ ინფრასტრუქტურებს აშენებს და სისტემატურად ეწევა ქველმოქმედებას.
მასალის გამოყენების პირობები