დღეს, 1-ელ ივნისს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია მეორე მცხეთას ეწვევა.
უწმინდესი ნინოობის დღესასწაულთან დაკავშირებით დედათა მონასტერში მივა და მონაზვნებს შეხვდება.
შეგახსენებთ, რომ დღეს მართლმადიდებლური სამყარო წმინდა ნინოს ხსენების დღეს აღნიშნავს.