საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენს შეხვდება.
ინფორმაციას ამის შესახებ თეთრი სახლი ავრცელებს.
ოფიციალური ცნობით, ბაიდენი-სააკაშვილის შეხვედრა იტალიაში გაიმართება, სადაც ისინი ქვეყნის დამოუკიდებლობის 150 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მიიღებენ მონაწილეობას.
შეგახსენებთ, რომ ჯოზეფ ბაიდენი 2009 წელს ვიზიტით საქართველოს სტუმრობდა.