თურექთის პრემიერ-მინისტრის ესკორტს მომიტინგეები დაესხნენ თავს. საქართველოდან დაბრუნებულ თუქეთის პრემიერ-მინისტრის ესკორტს, რომელიც სარფიდან ბრუნდებოდა, ხოფასთან ავტობანზე მომიტინგეები დაესხნენ თავს. შემთხვევის ადგილას იმყოფებოდა "ჯი-ეიჩ-ენის" კორეპონდენტი, რომელმაც რამდენიმე ფოტოს გადაღება შეძლო.
მისი თქმით, ესკორტზე თავდასხმამდე ხოფაში თურქეთის პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ საპროტესტო მიტინგი იმართებოდა, რომელიც პოლიციამ გაზითა და წყლის ჭავლით დაშალა.
"მღელვარება გამოიწვია აქციის დაშლისას 57 წლის მასწავლებლის დაღუპვამ. რის შემდეგაც მომიტინგეებმა პრემიერ-მინისტრის ესკორტს ქვები დაუშინეს და თავდასხმა განახორციელეს" - იტყობინება "ჯი-ეიჩ-ენის" კორეპონდენტი ხოფადან.
მისი თქმით, ექსკორტზე თავდასხმისას დაიღუპა პრემიერის დაცვის ერთი თანამშრომელი.