ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დღეს, 1 ივნისს 11: 00 საათზე  აფხაზეთის შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო გ.ჟვანიას სახელობის ახალ პედიატრიულ კლინიკასთან ერთად ატარებს ერთობლივ ღონისძიებას - აფხაზეთიდან დევნილი 15 წლამდე ასაკის ბავშვების პროფილაქტიკურ გასინჯვებს.    
პროფილაქტიკურ გასინჯვებში მონაწილეობას მიიღებენ  გ.ჟვანიას სახელობის პედიატრიული კლინიკის ექიმ - სპეციალისტები:  პედიატრი, ნეონატოლოგი, კარდიოლოგ-რევმატოლოგი, ტრავმატოლოგი, ნევროპათოლოგი, ქირურგი. ჩვენების მიხედვით ბავშვებს  გაუკეთდებათ სხვადასხვა სახის ინსტრუმენტული გამოკვლევები.      
პროფილაქტიკური გასინჯვების დასრულების  შემდეგ ბავშვებს  საჩუქრად გადაეცემათ ტკბილეული, ბავშვთა კვების პროდუქტები, პირადი ჰიგიენის ნივთები და სათამაშოები.