დღეს, 1-ელ ივნისს, 15:00 საათზე, "გუდვილ ჯელატერია" ჰიპერმარკეტ გუდვილში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ღონისძიებას გამართავს. ღონისძიებას დაესწრებიან გუდვილის ბონუს კლუბის წევრების შვილები, რომლებიც 6-იდან 10 წლამდე ასაკის არიან.
გაიმართება 1-საათიანი გასართობი პროგრამა, შეჯიბრებები და სხვადასხვა თამაში, რომლებსაც მულტფილმის გმირები მოაწყობენ. ბავშვების გართობაზე იზრუნებენ გუდვილის "კეთილი ვილი" და ანიმატორები, გასართობი პროგრამის შემდეგ "გუდვილ ჯელატერია" ბავშვებს იტალიურ ნაყინზე დაპატიჟებს და საჩუქრებს დაურიგებს.
იტალიური კაფე სანაყინე "გუდვილ ჯელატერია" ჰიპერმარკეტ გუდვილში ერთი წლის წინ გაიხსნა, როცა იტალიურ ფირმა "ბიგატონთან" ოფიციალური ხელშეკრულება დაიდო. მისი დამფუძნებელი ჯან ფრანკო ბიგატონი 1946 წლიდან მოღვაწეობს იტალიურ საკონდიტრო ბაზარზე. უძველესი ტრადიციების კომპანია "ბიგატონი" ცნობილია როგორც გერმანიასა და ბელგიაში, ასევე საფრანგეთსა და ავსტრიაში, სადაც მისი ფილიალებია გახსნილი. "ჯელატერიის" ნაყინი იტალიური ნედლეულით მზადდება. კაფე მომხმარებლებს 10-ზე მეტი სახეობის ნაყინს და საკონდიტრო ნაწარმს სთავაზობს.