დღეს, 1-ელ ივნისს, 11:00 საათზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი თბილისის №202 უსინათლო ბავშვთა სკოლა-პანსიონს ეწვევა.
მინისტრი მოსწავლეებს ბავშვთა დღეს მიულოცავს, საჩუქრებს გადასცემს და მათ მიერ ორგანიზებულ კონცერტს დაესწრება.