დღეს, 1-ელ ივნისს, აფხაზეთის მთავრობის ინიციატივითა და ნატო-ს შესახებ საინფორმაციო ცენტრის მხარდაჭერით, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის საგამოფენო დარბაზში, თემაზე "ნატო - მშვიდობის გარანტი", ნახატების გამოფენა-კონკურსი გაიმართება.
წარმოდგენილი იქნება გალის ოკუპირებული რაიონისა და დანარჩენი საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი აფხაზეთის საჯარო სკოლების VI-IX კლასის მოსწავლეების ნამუშევრები, სულ 80 ნახატი.
საუკეთესო ნახატებს გამოავლენს ჟიური, რომელშიც შედიან თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რექტორი გია ბუღაძე, აკადემიის პროფესორი, მხატვარი გია გუგუშვილი და "აფხაზ და ქართველ ახალგაზრდა ხელოვანთა კავშირის'' თავმჯდომარე დავით ბაძაღუა.
კონკურსში გამარჯვებული პირველი სამი ადგილის მფლობელი დაჯილდოვდება პრიზით, მონაწილეებს გადაეცემათ სიგელები.