დღეს, 1-ელ ივნისს, 20:00 საათზე, გრიბოედოვის თეატრის დიდ დარბაზში ნინა ჩოდრიშვილის, კომპანია "ნატახტარის", გამომცემლობა "ფავორიტისა" და გრიბოედოვის თეატრის ერთობლივი ღონისძიება გაიმართება.
პოეტ ნიკო გომელაურის მეუღლის ნინა ჩოდრიშვილისა და ახალგაზრდა შემოქმედების ინიციატივით გაიმართება ნიკოს ახალი წიგნის "ოცნებები მცნებებივით ირღვევიან" პრეზენტაცია და შემოქმედებითი საღამო. ღონისძიებას წარუძღვება კახა მიქიაშვილი, რომელიც ახალგაზრდა პოეტებთან, ბიჭი ივანიშვილთან და ირაკლი გაფრინდაშვილთან ერთად წაიკითხავს წიგნში შესულ ლექსებს.
"უკანასკნელ წლებში ნიკო გომელაური ოცნებობდა სქელყდიანი წიგნის გამოცემაზე, სადაც მისი შემოქმედების რჩეული ნაწარმოებები შევიდოდა. მისი გარდაცვალების შემდეგ კი, ქალბატონი ნინას ინიციატივითა და კომპანია "ნატახტარის" მხარდაჭერით გამოიცა წიგნი, რომელშიც პოეტის ცნობილი ლექსების გარდა, ჯერ გამოუქვეყნებელი ნაწარმოებებიც არის შესული", - აცხადებენ ღონისძიებსი ორგანიზატორები.