ვანუატუმ აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა. "ბი-ბი-სის" ინფორმაციით, წყნაროკეანური სახელმწიფო, შედის მელანეზიის შემადგენლობაში, ჩრდილოეთიდან ესაზღვრება სოლომონის კუნძულების ტერიტორიული წყლები, დასავლეთიდან - ავსტრალიის ეკონომიკური ზონა, სამხრეთიდან - ახალი კალედონიის წყლები, ხოლო აღმოსავლეთიდან ფიჯის ტერიტორიული წყლები. დედაქალაქი პორტ-ვილა.
სახელმწიფო განფენილია ახალი ჰებრიდების 83 კუნძულზე.
2008 წლის აღწერის მონაცემებით, ქვეყნის მოსახლეობა 215 ათასი ადამიანია.
რუსეთის, ნიკარაგუის, ვენესუელისა და ნაურუს შემდეგ ვანუატუ მეხუთე სახელმწიფოა, რომელმაც აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა.