ხვალ, 1-ელ ივნისს, მოსკოვში, ჟურნალისტთა ცენტრალურ სახლში, "რუსი და ქართველო ხალხების ერთობის" ფონდის პრეზიდენტი ვლადიმერ ხომერიკი პრესკონფერენციას გამართავს.
პრესკონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ექს შსს მინისტრი თემურ ხაჩიშვილი, გენერალი რომან დუმბაძე და ვალერი გელბახიანი.
გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, პრეკონფერენციის თემები იქნება 21-26 მაისის მოვლენების სამართლებლივი და პოლიტიკური შეფასება, საქართველოს შიდა პოლიტიკური ვითარება; აშშ-ის ჩარევა საქართველოს საშინაო საქმეებში და ა.შ..
როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, დასახელდება 26 მაისს "დაკავებულთა და დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა".