საფრანგეთის საელჩო საქართველოში ადგილმდებარეობას იცვლის. ამასთან დაკავშირებით, საელჩოს პრესსამსახური განცხადებას ავრცელებს.
"სიამოვნებით გაცნობებთ რომ საფრანგეთის საელჩო საქართველოში გადადის ახალ შენობაში, რომელიც მდებარეობს მისამართზე: კრწანისის ქუჩა N° 49. 2011 წლის 10 ივნისიდან საელჩოს საკონსულო და დიპლომატიური სამსახურები აღნიშნულ მისამართზე განთავსდება", _ აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის საელჩო გოგებაშვილის ქ. #15-ში მდებარეობდა.