პარლამენტმა "თავისუფლების ქარტია" დაამტკიცა. კანონპროექტი 81 ხმით არც ერთის წინააღმდეგ, დღევანდელ სხდომაზე იქნა მიღებული.
დეპუტატ გია თორთლაძის მიერ ინიცირებული კანონპროექტი იმ ადამიანების გამოაშკარავებას გულისხმობს, რომლებიც რუსეთის უშიშროების სამსახურთან თანამშრომლობდნენ.
თავად კანონპროექტის ავტორის განცხადებით, „თავისუფლების ქარტია" საქართველოსთვის გარესაფრთხეებს შეამცირებს.
დოკუმენტი ლუსტრაციის კანონსა და "პატრიოტის აქტს" აერთიანებს.