დღეს სერბეთის სამხედრო დანაშაულებათა სასამართომ განიხილა აპელაცია, სერბი გენერლის რადკო მლადიჩის მხარე მის ჰააგაში ექსტრადირებას და გასამართლების აპროტესტებდა.
სერბეთის სასამართლომ არ დააკმაყოფილა მლადიჩის აპელაცია. ადვოკატები კი იუწყებიან რომ გენერლის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ის ფიზიკურად ვერ შეძლებს ჰააგის ტრიბუალის წინაშე წარდგომას.
მათი თქმით, მლადიჩი ბელგრადში დარჩენას და ინტენსიურ მკურნალობას საჭიროებს.
შეგახსენებთ, ყოფილი ბოსნიელი სერბების არმიის მეთაურ რადკო მლადიჩს ბრალად ედება ხალხის გენოციდი - დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ.