დღეს, 12 დეკემბერს, "რესპუბლიკური პარტიის'' ლიდერები სამეგრელოში შეხვედრებს გამართავენ. სამეგრელოში პარტიის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, პარტიის იდეოლოგიური მდივანი ივლიანე ხაინდრავა და პარტიის რეგიონალური და საარჩევნო მდივანი ირინე იმერლიშვილი ჩავლენ.
12:00 საათზე ფოთში დაგეგმილია "რესპუბლიკური პარტიის" საქალაქო ორგანიზაციის მორიგი საერთო კრება, რომელზედაც საქალაქო კომიტეტის ახალ შემადგენლობას აირჩევენ; 13:30 საათზე სოფელ ანაკლიაში შედგება შეხვედრა მოსახლეობასთან მიწის რეგისტრაციის პრობლემებთან დაკავშირებით; 15:00 საათზე კი, პარტიის რაიონული ორგანიზაციის მორიგი საერთო კრება ზუგდიდში რაიონული კომიტეტის ახალ შემადგენლობას აირჩევს.