ზუგდიდში აივ ინფექციით 35 წლის მამაკაცი დაიღუპა. გარდაცვალების მიზეზად დაგვიანებული დიაგნოსტიკა და მკურნალობა სახელდება, თუმცა პაციენტს ტვინის სიმსივნე ჰქონდა, რამაც მდგომარეობა გაართულა.
მაისის თვეში სულ გამოვლენილი 24 შემთხვევიდან - ეს გარდაცვალების მე-9 შემთხვევაა.
მედიკოსები ყველა ლეტალური შემთხვევის მიზეზად დაგვიანებულ მკურნალობას ასახელებენ. 2011 წლის მონაცემებით, მაისის თვის ჩათვლით, სულ შიდსით დაინფიცირების 164, ხოლო გარდაცვალების 51 შემთხვევა დაფიქსირდა. მათგან 10 ქალი, ხოლო 41 მამაკაცია.
ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნიზაციის ცენტრში აცხადებენ, რომ შარშანდელთან შედარებით, აივ ინფექციით დაავადებულთა რიცხვი წელს გაზრდილია.