11:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თამბაქოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" თსუ-დან აცნობეს, ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ "EMSA TSU", "ELSA Georgia", უნივერსიტეტის თვითმმართველობას, "საქართველოს ექიმთა ასოციაციას" და "თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის იმპლემენტაციისა და მონიტორინგის ცენტრი.
შეხვედრაზე განიხილება ჯანმოს თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენცია და ასევე საქართველოს არსებული მდგომარეობა თამბაქოსთან ბრძოლის საკითხში.