დღეს, 31 მაისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართული ფესტივალის ფარგლებში, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ღონისძიება გაიმართება. 1-ელ ივნისს მთაწმინდის პარკში ჩატარდება ღონისძიება, ხოლო დასკვნითი ცერემონიალი 2 ივნისს ART HALL-ის დარბაზში გაიმართება. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ხალხისთვის საყვარელი მომღერლები და საუკეთესო მუსიკალური, საბავშვო და ახალგაზრდული ჯგუფები.
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საბავშვო ფესტივალმა სტარტი ჰიპერმარკეტ "გუდვილში" 20 მაისს აიღო.