შეიქმნება თუ არა 26 მაისის მოვლენების შემსწავლელი დროებითი კომისია - დღევანდელ საპარლამენტო სესიაზე გადაწყდება.
საკითხის ინიცირება ბიუროს სხდომაზე 30 მაისს პარლამენტის წევრმა გიორგი ცაგარეიშვილმა სცადა. მან განაცხადა, რომ უნდა შეიქმნას დრდოებითი კომისია, რომელიც 26 მაისის მოვლენებს დეტალურად შეისწვლის და ობიექტურ დასკვნას დადებს.
"მოვითხოვთ ბიუროს სხდომაზე, რომ მოხდეს 26 მაისის მოვლენების შესწავლა, რათა თავისი სახელი დაერქვას 26 მაისის მოვლენებს. საზოგადოებაში არის უამრავი შეკითხვა და ამ კითხვებს პასუხები უნდა გაეცეს", - განაცხადა ცაგარეიშვილმა.
პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა ცაგარეშვილს განუმარტა, რომ პარლამენტის რეგლამენტის 45-ე მუხლის თანახმად, დროებითი კომისიის შექმნის უფლება იქნება მიღებული მას შემდეგ, რაც ამ გადაწყვეტილებას პარლამენტის 1/5 დაეთანხმება.
როგორც მაჭავარიანმა განაცადა, აღნიშნული საკითხის ინიცირებას დღეს ცაგარეიშვილი პარლამენტის სესიაზე მოახდენს და თუკი დეპუტატთა საკმარისი ნაწილი დროებითი კომისიის შექმნას მხარს დაუჭერს, მაშინ კომისია შეიქმნება.