სარფის საბაჟო პუნქტი ხვალ, 31 მაისს გაიხსნება. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, სარფის საბაჟო გამშვები პუნქტი იქნება მაღალი გამტარუნარიანობის მქონე თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, რომელიც დააჩქარებს და კომფორტულს გახდის საბაჟო გაფორმების პროცესს, როგორც ფიზიკური პირებისთვის, ასევე ტვირთებისთვის.
ახალი საბაჟო ინფრასტრუქტურა ხელს შეუწყობს არა მხოლოდ ტვირთბრუნვის, არამედ ქვეყანაში ტურისტული ნაკადის გაზრდას.
სარფის საბაჟო პუნქტის გასახსნელად საქართველოს თურქეთის პრემიერ-მინისტრი რეჯებ ტაიპ ერდოგანი ეწვევა.