ხვალ, 31 მაისს, 18:00 საათზე, საქართველოს ეროვნულ მუსიკალურ ცენტრში თბილისის მერიის მხარდაჭერით გაიმართება დიდი ქართველი კომპოზიტორის, ქართული მუსიკის კლასიკოსის, ზაქარია ფალიაშვილის დაბადებიდან 140 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო კონცერტი.
საიუბილეო კონცერტში მონაწილეობენ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სიმფონიური ორკესტრი, ეროვნული საგუნდო კაპელა (ქორმაისტერი - არჩილ უშვერიძე), ოპერის თეატრის სოლისტები _ მზია დავითაშვილი, ნინო ჩაჩუა, ელდარ გეწაძე, თეიმურაზ გუგუშვილი, გოჩა დათუსანი-ჯიღაური. დირიჟორის ამპლუაში მსმენელთა წინაშე წარდგება ირაკლი ჩოლოყაშვილი.
პროგრამაშია ზაქარია ფალიაშვილის ნაწარმოებები.