კულტურის გამოჩენილმა მოღვაწეებმა - ახედჟაკოვამ, ბასილაშვილმა, ვოინოვიჩმა, რიაზანოვმა და კიდევ 14 ადამიანმა რუსეთის პრეზიდენტს დიმიტრი მედვედევს ღია წერილი გაუგზავნეს, რომელშიც პრეზიდენტს სამართლიანი არჩევნების დაბრუნებისკენ მოუწოდებენ. ცნობილია, რომ რუსეთის პრეზიდენტი ინტელიგენციის ღია წერილზე რეაგირებას არ აპირებს. განცხადება ამის შესახებ კრემლში უკვე გააკეთეს.
წერილში აღნიშნულია, რომ საარჩევნო სფეროში შექმნილი მდგომარეობა, უკვე მერამდენე წელია საგანგაშოა. ეს რეალური პოლიტიკური კონკურენციის არარსებობასთან, ფალსიფიკაცებთან, ხელისუფლების ოპონენტების მიმართ სასამართლო და სარეგისტრაციო ორგანოებში ასებულ განუკითხაობასთანაა დაკავშირებული. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მომხდარი საშუალებას იძლევა, დემოკრატიული არჩევნების ინსტიტუტის თითმის სრული განადგურების კონსტატირება მოხდეს.
გზავნილის ავტორები საუბრობენ მედვედევის "პრეზიდენტობის პარალიზებისა" და "პარლამენტის უუნარობის" შესახებ, ასევე მოუწოდებენ ხელისუფლებას, უზრუნველყოს არჩევნების მისაწვდომობა ყველა პოლიტიკური ძალისათვის, რისთვისაც, მათი აზრით, აუცილებელია ყველა პოლიტიკური პარტიის დარეგისტრირება, რომლებს სხვადასხვა საბაბით, უარს ეუბნებიან რეგისტრაციაზე.
წერილში ნათქვამია, რომ ცვლილებები ქვეყანაში მომწიფდა და მცდელობები არსებული წესრიგის შენარჩუნებისთვის, შესაძლოა, ქვეყანაში სოციალურ-პოლიტიკურ ძვრებამდე მივიდეს. პასუხისმგებლობა კი მოვლენების ამგვარი განვითარების შემთხვევაში, ინტელიგენციის აზრით, პრეზიდენტ მედვედევსა და პრემიერ-მინისტრ პუტინს დაეკისრება.
აღსანიშნავია, რომ დიმიტრი მედვედევი ინტელიგენციის ღია წერილზე რეაგირებას არ აპირებს.
"რუსეთის ფედერაციის ყველა მოქალაქეს აქვს უფლება, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით გამოხატოს საკუთარი აზრი, მათ შორის წინასაარჩევნო სიტუაციასთან დაკავშირებითაც", _ განაცხადა მედვედევის პრესმდივანმა ნატალია ტიმაკოვამ და აღნიშნა, რომ "პრეზიდენტს აქვს უფლება, მსგავს მიმართვებზე რეაგირება არ მოახდინოს".