დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი ნინო ბურჯანაძე დიპლომატიურ კორპუსს ხელისუფლების ქმედებებზე სასწრაფო რეაგირებისკენ მოუწოდებს.
"აუცილებელია, თავის მხრივ, დიპომატიურმა კორპუსმა მოახდინოს რეაგირება და გამოეხმაუროს საქართველოში ბოლოდროინდელ მოვლენებს. ხელისუფლება არის დიქტატორული, უფრო და უფრო ემსგავსება ჩრდილოეთ კორეას და ამის შესაჩერებლად მათაც გარკვეული როლი უნდა შეასრულონ. აშშ-ისთვის და ევროკავშირისთვის სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა, საქართველო, დიქტატორულ ქვეყნებს ემსგავსება. დიპლომატიურ კორპუსს ვეტყვი: თქვენ ხართ აკრედიტებული იმ ქვეყანაში, რომელსაც დემოკრატიული ღირებულებები სააკაშვილის გამო საერთოდ აღარ გააჩნია", - განაცხადა ბურჯანაძემ.
მისი თქმით, ის ბოდვები, რაც დროებით სააკაშვილის ხელისუფლებას გასდის, არ გაუვა არც ლონდონში, არც სტრასბურგში და არც ერთ საერთაშორისო ორგანიზაციასა თუ ქვყეანაში.
მისი მტკიცებით სააკაშვილს მოუწევს თავის მართლება ბოლოდროინდელი სისასტიკის გამო.