დემოკრატიული მოძრაობის ლიდერის, ნინო ბურჯანაძის თქმით, ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებები მიხეილ სააკაშვილის პირდაპირ ინტერესებში შედის. ეს განცხადება ბურჯანაძემ ოქრუაშვილის მიერ რუსული გაზეთისთვის მიცემული ინტერვიუს კომენტირებისას გააკეთა. ოქრუაშვილმა ერთ-ერთ რუსულ გამოცემას განუცხადა, რომ საქართველოში ბოევიკები იმყოფებიან.
"თუ საქართველოში მართლა იმყოფებიან ბოევიკები და ტერორისტული დაჯგუფების წვერები, ამან, დიდი შანსია, გამოიწვიოს საქართველოში ფართომასშტაბიანი სპეცოპერაციები, ასევე სხვა ქვეყნის ჯარის შემოსვლა ქვეყანაში. ოქრუაშვილის განცხადება შედის სააკაშვილის ინტერესებში, სააკაშვილის განცხადებები კი რუსეთის ინტერსებში", - განაცხადა ბურჯანაძემ.
ბურჯანაძის თქმით, ოქრუაშვილის ამ განცახდებაზე წესით არა ბურჯანაძე, არამედ ხელისუფლება უნდა აკეთებდეს კომენტარს.