ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ბარაკ ობამას მრჩეველი მაიკლ მაკფოლი, შესაძლოა მოსკოვში ელჩის თანამდებობაზე დაინიშნოს. ამის შესახებ New York Times-ი იუწყება.
გაზეთი კონკრეტულ წყაროს არ აკონკრეტებს, თუმცა ამბობს რომ ინფორმაცია თეთრი სახლის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით გამოაქვეყნა.
ეს ინფორმაცია ოფიციალურ მხარეს არ დაუდასტურებია, იგივე ინფორმაციას ავრცელებენ სხვადასხვა საინფორმაციო სააგენტოებიც თუმცა ინფორმაციის წყაროს არც ისინი ასახელებენ.
აღსანიშნავია რომ მაკფოლი ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის ურთიერთობის ,,გადატვირთვის" და გაღრმავების ერთერთი ინიციატორია.
მაკფოლი დიდი ხნის განმავლობაში რუსეთში მუშაობდა , აქტიურად თანამშრომლობდა კარნეკის მოსკოვის ცენტრთან და კარგად ფლობს რუსულ ენას.