თბილისში ვიზიტით მყოფი შვეიცარიის პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმაც მიიღო.
მოლაპარაკებებზე განსახილველი სამი ძირითადი თემა საქართველოში შვეიცარული ინვესტიციების შემოსვლასა და საკანონმდებლო ბაზის დახვეწას (რათა შვეიცარიელ ბიზნესმენებს საქართველოში მუშაობა გაუადვილდეთ), ოკუპირებულ ტერიტორიებსა და ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების საკითხზე ისაუბრეს.
შეგახსენებთ, რომ შვეიცარიის პრეზიდენტი მიშელ კალმი-რეი თბილისს გუშინ ესტუმრა. ის უკვე მიიღო საქართველოს პრეზიდენტმა.