"სახალხო კრება" მიიჩნევს, რომ ბადრი ბიწაძის მიმართ დაიწყო პოლიტიკური დევნა და შეთითხნილი ბარალდებებით მისი დაპატიმრების მიზნით, - ამის შესახებ ნათქვამია "სახალხო კრების" მიერ გაკეთებულ განცხადებაში, რომელიც ჟურნალისტებს აღმასრულებელი საჭოს თავმჯდომარემ ნონა გაფრინდაშვილმა გააცნო.
განცხადების თანახმად, 26 მაისის სადამსჯელო სპეცოპერაციის დასრულების შემდგე სააკაშვილმა დაიწყო მასობრივი რეპრესიების ახალი ტალღა განსხვავებული აზრის მქონე პირთა მიმართ.
"ოჯახებიდან ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე პოლიციის განყოფილებაში მიყავთ 26 მაისის დილას სადამსჯელო ოპერაციის გატარების დროს დაკავებული და გათავისუფლებული ადამიანები და მათი ოჯახის წევრები. დაიწყო ბადრი ბიწაძის პოლიტკური დევნა შეთითხნილი ბრალდებებით მისი დაპატიმრების მიზნით. სახალხო კრების მიმართ რეპრსიები 26 მაისამდე ბევრად ადრე დაიწყოიო. უკანონოდ დაიჭირეს ჩვენი ასობით მომხრე. ისევე როგორც 1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა კავშირის ხელისუფელბა აქციის დარბევის შემდეგ დაიწყო მომხდარის დემონსტრანტებისთვის გადაბრალება და ცდილობდა სიმართლე არ გამხდარიყო ცნობილი. ანალოგიურად დღევანელმა ნეობოლშევიკურმა რეჟიმმა ჭეშმარიტების დამალვის მიზნით დეზონფორმაციის მანქანა აამოქმედა იმ დემონსტრანტების წინააღმდეგ რომლებმაც ნამდვილი სამოქალაქო გმირობა ჩაიდინეს", - აღნიშნულია სახალხო კრების მიერ გაკეთებულ განცხადებაში.
განცხახდებაში ნახსენებია, რომ კრების ლიდერები ბოლომდე იდგნენ ხალხთან ერთად და გავრცელებული ინფორმაცია რომ მათ დარბევამდე დატოვეს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია სრული სიცრუეა.
"2011 წლის 26 მაისს სააკაშვილის ავტორიტარული რეჟიმი დიქატატორულ სისხლიან რეჟიმად გადაიქცა, დარწმუნებულები ვართ რომ სააკაშვილის სისხლიან რეჟიმს არ შერჩება ქართველი ხალხის წინაშე ჩადენილი დანაშაულებები დარეჟიმის წარმომადგენლები პასუხს აგებენ დამოუკიდებელი ქართული სასამართლოს წინაშე", - აღნიშნულია განცხადებაში.
"სახალხო კრების" აღმასრულებელი საბჭო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს, ასევე თანაგრძნობას უცხადებენ დაშავებულ ადამიანებს, ყველა დაპატიმრებულს და ამ ხალხს პირდებიან, რომ ბრძოლას არ შეწყვეტენ.
"სახალხო კრება აგრძელებს ბრძოლას საქართველოს თავისუფლებისთვის. ბრძოლას საააკაშვილის დიქტატორული რეჟიმის წინააღმდეგ, ბრძოლას იმ დემოკრატიული ფასეულობებისთვის რომელსაც შეუპოვრად იცავდა 26 მაისს რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ დილის 00:15 საათზე რამდენიმე ათასი ქართველი გმირი", - ეს არის ბრძოლა საბოლოო გამარჯვებამდე აღნიშნულია განცახდებაში.