ნინო ბურჯანაძე მსოფლიო ჟურნალისტიკის თანამეგობრობას მოუწოდებს რომ გამოიძიონ ყველა ის კადრი და ყველა ის ფირი, რომელიც ტელევიზიის საშუალებით გადის
"იმედის ეთერში რაც ვნახე ეს იყო დანაშაული და სრული სიყალბე. მინდა ვუთხრა იმ ადამიანებს რომლებიც მონაწილეობენ მსგავსი გადაცემების მომზადებაში, რომ ხართ პოლიტიკუირ მკვლელობის მცდობის მონაწილეები. მივმართვა ჟურნალისტებს, რომ ნუ გაერევიან მსგავს საქმეებში. ხოლო მსოფლი ჟურნალისტიკის თანამეგორბობას კი მოუწოდებ რომ დაინტერესდნენ იმ კადრებით და იმ გადაცემებით, რომელიც ბოლო პერიოდში სახლემწიფო ტელევიზიებით გადის", - განაცხადა ბურჯანაძემ
მისივე განცხადებით, იმედის ეთერში გასული გადაცემა სპეციალური რეპორტაჟში ყველაფერი იყო არათანმიმდევრული და დროები ერთმანეთს არ ემთხვეოდა. ბურჯანაძის თქმით, ფირები იყო გაყალბებული.