ეროვნული მოძრაობის ლიდერი ნინო ბურჯანაძე ბადრი ბიწაძის შესახებ კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს
მისი თქმით, მარაზმებთან დაკავშირებით 4 საათისთვის "დემოკრატიული მოძრაობის" ოფისში ისაუბრებს.
"თუ გაინტერესებთ მარაზმებთან დაკავშირებით ჩემი აზრი გელოდებით 4 საათზე საკუთარ ოფისში, მაგრამ მანამდე მინდა გითხრათ რომ ძალიან ამაყი ვარ რომ ვდგევარ ამ ხალხის გვერდით. მართალია ჩვენ გვიწოდეს უხარისხო ქართველები, მაგრამ ბედნიერი ვარ რომ უხარისხო ქართველებთან ერთად ვდგევარ" - განაცხადა ბურჯანაძემ სახალხო კრების აღმასრულებელი საბჭოს ბრიფინგზე. მისი თქმით, სახალხო კრება აგრძელებს ხელისუფლებასთან ბრძოლას.
"ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ ისეთ ბინძურ ხელისუფლებასთან, რომელმაც თავის სიბინძურის მასშტაბებით საბჭოთა კავშირის დროინდელ ხელისუფლებას გადააჭარბა" - დასძინა ბურჯანაძემ.