"იუკოსის" ყოფილი ხელმძღვანელი მიხეილ ხოდორკოვსკი, რომელსაც 13 წელი აქვს მისჯილი ნავთობის დატაცებისა და უკანონოდ მიღებული შემოსავლის ლეგალიზების ბრალდებით, აპირებს გამოიყენოს პირობით ვადაზე ადრე განთავისუფლების უფლება.
ეს განცხადება, მან რუსული ტელეარხის "ენ-ტე-ვეს" ეთერში, გადაცემა "ცენტრალნოე ტელევიდენიე"-ში გააკეთა.
პროგრამის ჟურნალისტებმა მას ჰკითხეს: თქვენ თანამიმდევრულად უარს აცხადებდით პირობით-ვადაზე განთავისუფლებაზე და მით უფრო უარს აცხადებდით შეწყალების თხოვნაზე. რა უნდა მოხდეს, რომ თქვენ გადაიფიქროთ?".
"მე უარს ვაცხადებ სასამართლოების მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღიარებაზე და მათ გაასაჩივრებენ კიდეც. მაგრამ ჩემი უფლებით პირობით ვადაზე განთავიდუფლების შესახებ ვეცდები აუცილებლად ვისარგებლო", _ განაცხადა ხოდორკოვსკიმ.