დღეს ტრიპოლს სამხრეთ აფრიკის ლიდერი ჯეიკობ ზუმა ეწვევა, სადაც ის შეხვდება ლიბიელ დიქტატორ მუამარ კადაფს და განიხილავს ლიბიის კონფლიქტის დიპლომატიური გზებით გადაჭრის საკითხებს. ეს ტრიპოლში ზუმას რიგით მეორე ვიზიტი იქნება.
წინა თვეში ზუმა სამშვიდობო მისით ესტუმრა ტრიპოლს, მისი მიზანი იყო ლიბიაში სამი თვის წინ დაწყებული სამოქალაქო ომის შეჩერება და მედიატორის როლის შესრულება კადაფის ძალებსა და წინააღმდეგობის მოძრაობის - ,,ლიბიის ნაციონალური გარდამავალი საბჭოს" წევრებს შორის.
ზუმას პირველმა ვიზიტმა შედეგი ვერ გამოიღო.