"პატიმართა უფლებების დაცვის საქველმოქმედო ფონდი"-ის ინიციატივითა და უფლებადამცველების მონაწილეობით 26 მაისს დაზარალებულთა და დაპატიმრებულთა დასახმარებლად სოლიდარობის საქველმოქმედო აქციები იწყება.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მოძრაობის „სოლიდარობა უკანონო პატიმრებს" ლიდერმა ეკა ბესელიამ განაცხადა, აქცია გულისხმობს დაკავებულთა და დაპატიმრებულთა მონახულებას, მათ სამართლებრივ დახმარებას, უფასო დაცვასა და კონსულტაციებს, დაშავებულთა სამედიცინო მომსახურებასა და მედიკამენტებით უზრუნველყოფას, ფსიქოლოგიურ, მატერიალურ და მორალურ მხარდაჭერას, ასევე დაკარგულთა ძებნისთვის და მათი ადგილსამყოფელის დადგენისთვის საჭირო ზომების გატარებას
საქველმოქმედო ფონდის ნომერია 700 682, რომელზეც დარეკვა მაგთის, ჯეოსელისა და ბილაინის აბონენტებს შეუძლიათ.
„მოვუწოდებთ ყველას, ჩაერთეთ სოლიდარობის აქციებში, რომ არ მივცეთ უფლება საკუთარ თავს დავივიწყოთ ის ადამიანები, რომლებიც საპყრობილეების მიღმა არიან, რომლებიც დაზარალდნენ, გამოვიჩინოთ გულისხმიერება, სიყვარული და თანადგომა", - აღინიშნა დღეს, უფლებათადამცველების მიერ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
"პატიმართა უფლებების დაცვის საქველმოქმედო ფონდი"-ის ინიციატივით,
საკოორდინაციო ჯგუფს უხელმძღვანელებს ნათელა მაჭავარიანი, ეკა ბესელია, ზაზა ხატიაშვილი, სოსო ცისკარიშვილი, ირაკლი სესიაშვილი, მანანა კობახიძე, უჩა ნანუაშვილი, კოკა კვინიკაძე, ვალერი ტეტუნაშვილი, ადვოკატები- კობა კობახიძე, ლილი გელაშვილი, ვახტანგ ქანაშვილი, ზურაბ დიასამიძე, ვლადიმერ მაჭარაშვილი, ქეთი ბექაური, ლალი აფციაური და სხვები.