ჯერ-ჯერობით დაუდგენელ ადამიანთა ჯგუფმა ავღანეთის ქალაქ გერათში მდებარე ნატოს იტალიურ ბაზაზე თავდასხმა განახორციელა. ინფორმაციას ამის შესახებ, იტალიური გაზეთის "La Repubblica"-ს ინტერნეტ-გვერდი ავრცელებს.
ავღანეთის პოლიციის წარმომადგენლის განცხადებით, ბაზაზე ცეცხლი გაიხსნა, რის შემდეგაც ორჯერ ძლიერი აფეთქების ხმა გაისმა.
თვითმხილველთა განცხადებით. ნატოს სამხედროებს შორის არიან დაღუპულები და დაჭრილები. ასევე ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბაზაზე ამ დრომდე ისმის აფეთქებების ხმა.