საფრანგეთის პრეზიდენტს სასამართლო პროცესი ემუქრება - სახელმწიფოს მეთაურის პასუხისგებაში მიცემასა ორი ცნობილი ფრანგი ადვოატი მოითხოვს. ისინი ნიკოლა სარკოზის "კაცობრიობის წინააღმდეგ განხორციელებული დანაშაულის" ბრალდების გასამართლებას მოითხოვენ. სარჩელის აღძვრის საბაბი ლიბიის ქალაქების შეუწყვეტელი დაბომბვები გახდა, რომლებსაც მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლე ეწირება.
ორი ფრანგი ცნობილი ადვოკატის ჟაკ ვერნესა და საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის როლან დიუმას განცხადებით, ისინი ნიკოლა სარკოზის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შესატანად მზად არიან.
საფრანგეთის ლიდერის წინააღმდეგ სარჩელი 30 ოჯახის სახელით შევა, რომელთა ახლობლებიც ლიბიის ქალაქების გადაუდებელი დაბომბვების გამო დაიღუპნენ.
ლიბიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის იბრაჰიმ ბუჰზამის განცხადებით, დაზარალებულები ადანაშაულებენ სარკოზის იმაში, რომ ის იყო ერთ ერთი ინიციტორი, ლიბიის წინააღმდეგ სამხედრო კამპანიის დაწყებისა.
"ადვოკატები სარჩელს ლიბიელი ოჯახების სახელით საფრანგეთის სასამართლოებში შეიტანენ", _ აცხადებს იბრაჰიმ ბუჰზამი.
თავად ადვოკატები აცხადებენ, რომ ისინი შეძრულნი იყვნენ იმით, რომ "ნატოს ოპერაცია ლიბიის წინააღმდეგ, რომელიც მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვისკენ იყო მიმართული, სინამდვილეში მათი დაღუპვის მიზეზი გახდა".
კერძოდ, ვერჟეს სიტყვებით, რომელიც ნატოს ქვეყნებს "მკვლელებს" უწოდებს, საფრანგეთის სახელმწიფოს "ნაძირალები" მართავენ. "ჩვენ დუმილის კედლის დანგრევას ვაპირებთ", _ აცხადებს ადვოკატი და აღნიშნავს, რომ სასამართლოში სარჩელის შეტანის პროცედურები ორშაბათიდან დაიწყება.