თბილისის მერია ქალაქის საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განაგრძობს. თბილისის მერმა გიგი უგულავამ დღეს სოფელი დიღმის ცენტრალურ გზაზე მიმდინარე საგზაო სამუშაოები დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
სოფელ დიღომში დიდგორის ქუჩაზე 4-კილომეტრიან მონაკვეთზე ასფალტის საფარის დაგება ერთი კვირის წინ დაიწყო. სამუშაოები აგვისტოს ბოლოს დასრულდება, რაც სოფელი დიღმის მოსახლეობას წლების განმავლობაში არსებულ გადაადგილების პრობლემას მოუხსნის.