ქვემო ფონიჭალაში, სასაწყობო მაცივრების მე-4 და მე-5 საკნებს ხანძარი გაუჩნდა. ელექტროგაყვანილობიდან გაჩენილი ცეცხლი 200 კვადრატულ მეტრ ფართობზე გავრცელდა.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის 6 ჯგუფი იყო მობილიზებული. ხანძრის ლოკალიზება მაშველებმა ნახევარ საათში შეძლეს.
შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა. რა ზარალი მიადგა დაწესებულებას, ჯერჯერობით უცნობია. მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.