4-7 ივნისს თბილისში ამერიკელ კონგრესმენთა მორიგი ჯგუფი ჩამოვა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დელეგაციას „რესპუბლიკელი" სენატორი დევიდ დრეიერი უხელმძღვანელებს.
„ის ადგილზე გაეცნობა საქართველოში დემოკრატიულ გარდაქმნებს, რასაც, შემდგომ იმედია, ადექვატურად ასახავს თავის დასკვნაში", - განაცხადა დღეს გამართუ; ტრადიციულ პრესკონფერენციაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ.