6 ივნისს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია მინისტრის ხელმძღვანელობით ავსტრიაში გაემგზავრება.
საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოადგილის, ნინო კალანდაძის განცხადებით, ვიზიტის ფარგლებში გრიგოლ ვაშაძე ავსტრიელ კოლეგას შეხვდება. გაიმართება ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციებიც.
„ავსტრიასთან ბოლო პერიოდში ურთიერთობა გააქტიურდა. იგეგმება, როგორც ტურისტული, ისე ერთობლივი ეკონომიკური ღონოსძიებების გატარება. ავსტრია საქართველოში ინვესტიციების ჩადებითაცაა დაინტერესებული, რასაც მივესალმებით. ჩვენ პერიოდულად ვაწვდით ავსტრიულ მხარეს ინფორმაციას, რა ვითარებაა საქართველოში და რამდენად ხელსაყრელი ბიზნესგარემოა აქ ავსტრიული ინვესტიციების ჩადებისთვის", - აღნიშნა კალანდაძემ დღეს გამართულ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე.