მიმდინარე კვირას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ოფიციალური ვიზიტით კუბის რესპუბლიკას ეწვევა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ რესპუბლიკაში პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ვაშაძე კუბელ კოლგეას, საკანონმდებლო ორგანოს სპიკერსა და კულტურის მინისტრს შეხვდება.
ვაშაძის კუბაში ვიზიტი 1 ივნისს დაიწყება და 4 ივნისს დასრულდება.