პარლამენტის შენობის წინ აქციის დაშლის ლეგიტიმურობაში საერთაშორისო ორგანიზაციებს ეჭვი არ შეაქვთ, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასება უმეტეს შემთხვევაში იყო ის, რომ მათ ეჭვი არ შეაქვთ აქციის დაშლის ლეგიტიმურობაში, ამიტომაც, არ ვფიქრობ, რომ 26 მაისს გამართული მიტინგის დაშლა საქართველოს საერთაშორისო იმიჯზე უარყოფით გავლენას მოახდენს", - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისივე განმარტებით, საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასება არ იყო მხოლოდ ხელისუფლებისადმი კრიტიკული, არამედ ის „შერჩევითი" იყო.
„ორგანიზაციების უმეტესობა ამბობს, რომ სამართალდარღვევათა ფაქტები, რომლებსაც სამართალდამცველების თუ მომიტინგეების მიერ ჰქონდა ადგილი გამოძიებული უნდა იყოს. იმედი მაქვს, რომ ეს კომპეტენტური უწყებების მიერ ასეც იქნება", - აღნიშნა კალანდაძემ.