1-ლი ივლისიდან საქართველოსა და თურქეთს შორის მიმოსვლა მხოლოდ პირადობის მოწმობებით იქნება შესაძლებელი. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მხარეებს შორის შესაბამისი შეთანხმება ხვალ, 31 მაისს გაფორმდება.
„შეთანხმების თანახმად, ორივე ქვეყნის მოქალაქეებისთვის საზღვრის გადაკვეთის გამარტივებული რეჟიმი შემოდის. კერძოდ კი, მიმოსვლა მხოლოდ პირადობის მოწმობებით იქნება შესაძლებელი", - აღნიშნა კალანდაძემ.
მისივე განმარტებით, აღნიშნული გააღრმავებს როგორც ქვეყნებს შორის ტურისტულ, ისე სავაჭრო ურთიერთობებს.