"თავისუფალი დემოკრატები" ლიდერი ირაკლი ალასანია 26 მაისის აქციის დარბევასთან დაკავშირებით პარლამენეტში საგამოძიებო ჯგუფია შექმნას ითხოვს.
როგორც ალასანიამ განაცხადა, ამ ინიციატივას დიპკორპუსის წარმომადგენლებსა და მოწვეულ სტუმრებს მემარჯვენეების ოფისში გამართულ შეხვედრაზე გააცნობს.
" დიპკორპუსთან საუბარი გვექნება 26 მაისის ტრაგედიაზე. აქციის დაშლა გადაიზარდა სადამსჯელო ღონისძიებაში, რასაც მოჰყვა ადამიანების წამება, უკანონო დაკავებები და ა.შ. ასევე მოწვეულ სტუმრებს დღეს გავაცნობთ ინიციატივას, რომ პარლამენტში შეიქმნას საგამოძიებო ჯგუფი, რომელიც 26 მაისის ფაქტს გამოძიებს. ჩვენ ვეცდებით, რომ ამ ინიციატივას მხარი დაუჭიროს საერთაშორისო ორგანიზაციებმა და საქართველოში აკრედიტებულმა დიპლომატიურმა კორპუსმა", - განაცხადა ალასანიამ.
მისივე თქმით, ახალი მემარჯვენეების ოფისში მიმდინარე შეხვედრაზე მოხდება 26 მაისის ფაქტების განხილვა და ასევე იმ ვიდეომასალების განხილვა, რომელიც აქცის დარბევის დროს არის გადაღებული.