ქრისტიან-დემოკრატების ლიდერის გიორგი თარგამაძის განცხადებით, პასუხისმგებლობა 26 მაისის დარბევასთან დაკავშირებით ეკისრება როგორც ხელისუფლებას ასევე იმ ოპოზიციურ ლიდერებსაც, რომლებიც ხალხით პროვოცირებდნენ.
,
"ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა მოდის აქციის ორგანიზატორებზე, რომლებიც პროვოცირებდნენ ხალხით და ამით დააზარალეს პარლამენტთან შეკრებილი საზოგადოება.
ასევე პასუხისმგებლობა უნდა გაინაწილოს საქართველოს ხელისუფლებამაც რადგან იმ მოვლელენებით დაზარალდა საქართველოს დემოკრატია და რეპუტაცია. დღეს ჩვენ ვხვდებით საერთაშორისო ორგანიზაციების წამომადგენლებს და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს და მათ, ჩვენ - ოპოზიციური რვიანი გავაცნობთ ჩვენს მოსაზრეებებს იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც 26 მაისს მოხდა", _ განაცხადა გიორგი თარგამაძემ .
ოპოზიციურ რვიანის, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და ელჩების შეხვედრა ახალი მემარჯვენეების ოფისში რამდენიმე წუთის წინ დაიწყო.
როგორც რვიანის წარმომადგენლები აცხადებენ, დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი იქნება 26 მაისის აქციის დაშლაზე და ასევე საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე წამოწყებულ მოლაპარაკებებზე.
შეგახსენებთ, რომ რვიანის მიერ ხელისუფლებისადმი წამოყენებული ვადა მაისის ბოლოს იწურება.