დღეს 13:00 საათზე სტუდენტურმა მოძრაობა მორიგ მშვიდობიან აქციას გამართავს. აქცია საქართველოს პარლამენტთან გაიმართება.
სტუდენტური მოძრაობა აცხადებს, რომ მათი ქუჩაში გამოსვლის მიზეზია 26 მაისის სისხლიანი დარბევა და "სადამსჯელო" ოპერაცია.
სტუდეტები უთანაგრძნობენ დაღუპულთა ოჯახებს, და ხელისუფლებას სთხოვენ კომპრომისს, რათა დაისაჯონ მოძალადე სპეცნაზელები და გამოუშვან უმოწყალოდ ნაცემი დაა დაპატიმრებული ხალხი.
"ამ თემას თავისთავად მივყვართ ოპოზიციური ლიდერების გამოუსწორებელ შეცდომებამდეც. მათაც მიუძღვით ბრალი ამ ტრაგედიაში. ასევე მათაც მოვუწოდებთ შეწყვიტონ ხალხით მანიპულაცია, ან კიდევ ბოლომდე გვერდში ედგნენ მათ მხარდამჭერებს", -აცხადებენ სტუდენტები.
მათთვის მიუღებელია მედიის მიკერძოებულობა, პოლიტიზირებული პოლიცია, შერჩევითი სამართალი და ბევრი სხვა რამ.
იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლება კომპრომისზე არ წავა სტუდენტები აქციების გაგრძელებას აპირებენ.
სტუდენტური მოძრაობის ორგანიზატორების გიორგი ასათიანის და სალომე წოწორიას განცხადებით, მათთან შეერთება შეუძლია ნებისმიერ მსურველს, თუმცა მათ მოძრაობას არ ეყოლება პოლიტიკური ლიდერი. მოძრაობას არ ჩაუდგება სათავეში არც ერთი მოქმედი თუ ყოფილი პოლიტიკოსი ან პოლიტიკური ორგანიზაცია.