საქართველოში დღეს დილით მიწისძვრა მოხდა.
სეისმოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, ეპიცენტრი საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან დედოფლისწყაროს რაიონთან ახლოს, რამდენიმე კილომეტრში მდებარეობდა.
მიწისქვეშა ბიძგები 06:06 საათზე დაფიქსირდა. მისი სიმძლავრე 4 მაგნიტუდა იყო.
წინასწარი ინფორმაციით, მიწისძვრას ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია.