საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შვეიცარიის პირველ პირს, მიშლინ კალმი-რეის შეხვდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრამდე შვეიცარიის პრეზიდენტს ავლაბრის სასახლეში ოფიციალური დახვედრის ცერემონიალი მოუწყვეს.
ორი ქვეყნის პრეზიდენტების საუბრის მთავარი თემა ორმხრივი ურთიერთობები და საქართველოს ოკუპირებული რეგიონები იყო. მიხეილ განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საკითხს, რომელიც შვეიცარიის, როგორც შუამავლის, როლის კიდევ უფრო გააქტიურებას შეეხება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შემდეგ, ორ ქვეყანას შორის მედიატორის ფუნქციას სწორედ შვეიცარია ასრულებს.
საქართველოში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში შვეიცარიის პრეზიდენტი ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენლებთან გამართავს შეხვედრებს.