პროკურატურის ინიციატივით, ბათუმის საჯარო სკოლების მოსწავლეები ახლადგახსნილ იუსტიციის სახლს ეწვივნენ. ბათუმის პროკურატურის თანამშრომლებთან ერთად ბავშვებს პირველი მასპინძლობა იუსტიციის სახლის მენეჯერებმა გაუწიეს.
იუსტიციის სახლის სერვისის კონსულტანტმა სტუმრებს თვითმომსახურების, სწრაფი და ხანგრძლივი მომსახურების სივრცეები დაათვალიერებინა და ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა იუსტიციის სახლის სერვისების შესახებ.
უფროსკლასელებმა მომსახურების დარბაზები და პროკურორების სამუშაო ოთახები დაათვალიერს, გაეცნენ იუსტიციის სახლის თანამშრომელთა მუშაობის სპეციფიკას. ახალგაზრდებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა შენობის არქიტექტურამ და ინფრასტრუქტურამ, კომფორტულმა გარემომ, ყველაზე მეტად კი მათ საბავშვო კუთხე მოეწონათ.
იუსტიციის სახლი - იუსტიციის სამინისტროს სერვისების სრულიად ახალი კონცეფციის მქონე საჯარო დაწესებულებაა, სადაც სხვადასხვა სტრუქტურის - სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ეროვნული არქივის, აღსრულების ეროვნული ბიუროს, ნოტარიუსთა პალატის, საკანონმდებლო მაცნეს, იუსტიციის სასწავლო ცენტრის სერვისების მიღება ერთ სივრცეშია შესაძლებელი.
საქართვლოში პირველი იუსტიციის სახლი ბათუმში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს გაიხსნა.