აფხაზი სეპარატისტების მთავრობის პრემიერ-მინისტრ სერგეი შამბას განცხადებით, სერგეი ბაღაფშის დარუპვის შემდეგ საქართველოსთან მიმართებაში აფხაზეთის პოლიტიკის სერიოზული კორექტირების წინაპირობა არ არსებობს.
„ხვალ დილიდან მოსკოვში სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება. ამის შემდეგ პრეზიდენტის ცხედარს აფხაზეთში გადავასვენებთ. დაკრძალვის ცერემონია კი ხუთშაბათს მის მშობლიურ სოფელში გაიმართება. რაც შეეხება საქართველოს, მასთან მიმართებაში აფხაზეთის პოლიტიკის სერიოზული კორექტირების წინაპირობა არ არსებობს", - განაცხადა შამბამ ჟურნალისტებთან საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი სერგეი ბაღაფში ამ დილით მოსკოვის ერთ-ერთ კლინიკაში 63 წლის ასაკში სიმსივნის დიაგნოზით გარდაიცვალა. მის ნაცვლად, სამი თვის განმავლობაში აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობას ე.წ. ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე ანქვაბი შეასრულებს.