საქართველოს შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტი მიშელ კალმირეი ეწვია. მიშელ კალმირეის ვიზიტი 31 მაისამდე გაგრძელდება.
კალმირეის თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე წუთის წინ დაეშვა.
კალმირეი შეხვედრას ქართველ კოლეგასთან გამართავს.
მისი ჩამოსვლა საქართველოში, მიუნხენში გამართულ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და კალმირეის შეხვედრაზე დაიგეგმა.
პირველ შეხვედრას კალმირეი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძესთან გამართავს.