დღეს სტუდენტურმა მოძრაობამ ,,მშვიდობიანი აქცია პოლიტიკური ლიდერების გარეშე" გამართა.
სტუდენტურმა მოძრაობა აცხადებს, რომ მათი ქუჩაში გამოსვლის მიზეზია 26 მაისის სისხლიანი დარბევა და "სადამსჯელო" ოპერაცია.
სტუდეტები უთანაგრძნობენ დაღუპულთა ოჯახებს, და ხელისუფლებას სთხოვენ კომპრომისს, რათა დაისაჯონ მოძალადე სპეცნაზელები და გამოუშვან ამ დღეს უმოწყალოდ ნაცემი დაა დაპატიმრებული ხალხი;
"ამ თემას თავისთავად მივყვართ ოპოზიციური ლიდერების გამოუსწორებელ შეცდომებამდეც ასევე და მათაც მიუძღვით ბრალი ამ ტრაგედიაში. ასევე მათაც მოვუწოდებთ შეწყვიტონ ხალხით მანიპულაცია, ან კიდევ ბოლომდე გვერდში ედგნენ მათ მხარდამჭერებს", -აცხადებენ სტუდენტები.
მათთვის მიუღებელია მედიის მიკერძოებულობა, პოლიტიზირებული პოლიცია, შერჩევითი სამართალი და ბევრი სხვა რამ.
იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლება არ წავა სტიდენტები აქციების გაგრძელებას აპირებენ.
სტუდენტური მოძრაობის ორგანიზატორების გიორგი ასათიანის და სალომე წოწორიას განცხადებით, მათთან შეერთება სეუძლია ნებისმიერ მსურველს, თუმცა მათ მოძრაობას არ ეყოლება პოლიტიკური ლიდერი, არ ჩაუდგება სათავეში არც ერთი მოქმედი თუ ყოფილი პოლიტიკოსი ან პოლიტიკური ორგანიზაცია.